უკრაინაში საქრთველოს ელჩის, მიხეილ უკლებას განცხადებით, 2008 წელს საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის ომზე დასავლეთის სუსტმა პასუხმა, კრემლს უკრაინაში აგრესიის გაგრძელების გამბედაობა მისცა.
„2008 წელს, რუსეთმა საქართველოში სამხედრო ინტერვენციის შედეგად, ტერიტორიის 20 % მიითვისა, რომლის გლობალური პასუხი მოკლევადიანი სანქციები აღმოჩნდა. კრემლის აგრესია, ყირიმში გაგრძელდა და მათ უკრაინას ტერიტორიის 5 % წაართვეს. ხოლო, მაშინ როცა ვლადიმერ პუტინი მსოფლიოს თავის უდანაშაულობაში არწმუნებდა, დონბასის 7%-იც მიითვისა“ - განაცხაა უკებამ.
მისი თქმით, დასავლეთმა და დანარჩენმა მსოფლიომ, პუტინის შესაჩერებლად ძალიან ცოტა რამ გააკეთა და დუმილისა და უმოქმედობის გაგრძელების შემთხვევაში, შესაძლოა უარესი სცენარი განვითარდეს.
უკლებამ, დონბასში რუსეთის მიერ წამოწყებულ ომს, ყირიმის ანექსიას, საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დაკავებას, ცივილიზაციათა კონფლიქტი უწოდა.
“მთელს დემოკრატიულ საზოგადოებას კარგად ესმის, რომ მუდმივმოქმედი წევრი - რუსეთი მთელი მსოფლიოს თვალწინ იკავებს, ოკუპირებას ახდენს და ომს აწარმოებს მეზობელი ქვეყნების ტერიტორიებზე. ეს საერთაშორისო სამართალში სრულ ქაოსს ნიშნავს“ - აღნიშნა უკლებამ.
მისი თქმით, უკრაინას რამდენიმე ფრონტზე უწევს ბრძოლა - სამხედრო ბრძლა რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ და შიდა ბრძოლა - კორუფციის წინააღმდეგ.
უკლებას განცხადებით, უკრაინა საქართველოს არა მხოლოდ კარგი მეგობარია, არამედ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორია.
"ჩვენს მეგობარ უკრაინას გულწრფელად ვუსურვებთ მშვიდობას, სტაბილურობას და ნათელ ევროპულ მომავალს. დარწმუნებული ვარ ჩვენ აუცილებლად გავხდებით ევროპული თანამეგობრობის სრულფასოვანი წევრები. გზა ძალიან რთულია, თუმცა ჩვენ ამას ვიმსახურებთ“ - აღნიშნა უკლებამ.
ხატია ლაღიძე
მასალის გამოყენების პირობები






