ტუნისში, ბარდოს მუზეუმზე მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა, რადიკალურმა ისლამისტურმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.
ჯიჰადისტებმა, განცხადება სოციალურ ქსელში გამოაქვეყნეს და შემდეგი თავდასხმებით დაიმუქრნენ.
შეგახსენებთ, 18 მარტს, შეიარაღებული პირები, ბარდოს მუზეუმში შეიჭრნენ და მძევლად 40 ტურისტი აიყვანეს.
მძევლების გათავისუფლების სპეცოპერაციისას 22 ადამიანი შეეწირა. დაიჭრა 40-ზე მეტი.
გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილთაგან 20 ტურისტია, მათ შორის არიან იტალიის, ესპანეთის, პოლონეთის, გერმანიისა და კოლუმბიის მოქალაქეები. 2 კი ადგილობრივი მოქალაქეა.
სპეცოპერაციის დროს პოლიციამ 2 თავდამსსხმელის ლიკვიდაცია მოახდინა, თუმცა გამართულ შეტაკებას ერთი სამართალდამცავის სიცოცხლეც შეეწირა.
ადგილობრივმა პოლიციამ, თავდასხმაში ეჭვმიტანილი 9 ადამიანი დააკავა.
ხატია ლაღიძე
მასალის გამოყენების პირობები






