სიღნაღის რაიონის ბოდბისხევში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი. არსებული ინფორმაციით, 28 წლის ქალმა მამაკაცს ცოლობაზე უარი უთხრა, რაც მკვლელობის მიზეზი გახდა. შემთხვევის შემდეგ მამაკაცმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
ორივე გარდაცვლილი თანამშრომლები იყვნენ. როგორც ადგილობრივები ჰყვებიან, ქალბატონს პირველი ქორწინებიდან მცირეწლოვანი შვილი დარჩა.
შეგახსენებთ, ბოდბისხევში მკვლელობა და თვითმკვლელობა გუშინ მოხდა. თავდაპირველად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ქალბატონი ყოფილმა ქმარმა მოკლა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქალბატონის მკვლელობის ფაქტზე გამოძიება 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.
რაც შეეხება მამაკაცის გარდაცვალებას, გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
მასალის გამოყენების პირობები






