,,რუსული მასმედია რუსული ოკუპაციის სამსახურში’’
საზოგადოება - 13:31, 04 Feb, 2013     1168

 

აქციის მონაწილეთა თქმით, რუსეთი ის ქვეყანაა რომლის საოკუპაციო ჯარები დღესაც ახორციელებენ ჩვენი ტერიტორიების ფაქტობრივ ანექსიას და პასუხისმგებელი არიან იქ მომხდარ მასობრივ ეთნიკურ წმენდაზე, ასევე უამრავი საქართველოს მოქალაქის ძალადობრივ სიკვდილზე. რუსული მასმედია კი ამ აგრესიას ზურგს უმაგრებდა და უმაგრებს. სწორედ რუსული საინფორმაციო-პროპაგანდისტული მანქანა, ხელისუფლებისადმი მორჩილი არათავისუფალი მედიის სახით გვებრძვის ჩვენ საინფორმაციო და ნაწილობრივ დიპლომატიურ ფრონტზე.

 

აქციის მონაწილეთა თქმით, რუსეთი ის ქვეყანაა, სადაც სიტყვის თავსუფლება არ არის უზრუნველყოფილი, სადაც პუტინის რეჟიმი ფიზიკურად უსწორდება მასმედიის მისთვის მიუღებელ წარმომადგენლებს.

 

,,ჩვენს ჩრდილოელ მეზობელ ქვეყანაში 100-ზე მეტი ჟურნალისტი მოკლეს იმის გამო, რომ მათი შეხედულება არ ემთხვეოდა ხელისუფლებისას. ამ პირობებში უდიდესი ცინიზმია მათ მიერ ჩვენი ჟურნალისტებისა და სტუდენტებისთვის, ე.წ. „საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებასა და მულტიმედიური კონტენტის შექმნაში’’ მასტერ-კლასებს ჩატარება და ,,ჭკუის სწავლება...’’ - განაცხადეს აქციის მონაწილეებმა.

 

საპროტესტო აქციაში მონაწილე ორგანიზაციების განცხადებით, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არსებული მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტისა („მგიმო“) და მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის სპეციალისტები, საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“, რადიო „მაიაკი“, ჟურნალ „რუსკი რეპორტიორი“, გაზეთ „მოსკოვსკიე ნოვოსტი“, საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „ვესტნიკ კავკაზა“ ამ სიის ერთი თვალით გადახედვითაც კი ნათელია რომ არცერთი მათგანი არ წარმოადგენს დამოუკიდებელ მედიას.

 

,,აღნიშნულ საკითხში ჩახედულ ექსპერტთათვის ისინი დიდი ხანია ცნობილნი არიან როგორც ФСБ და СВР საფარველქვეშ მოქმედი პროპაგანდისტული საშუალებები. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არსებული მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტისა („მგიმო“) ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში იყო ეგრეთწოდებული "кузница кадров КГБ"... აღნიშნული რუსული ორგანიზაციები მრგვალი მაგიდის ფორმატში აპირებენ ქართულ სამიზნე ჯგუფთან ერთად „სამხრეთი კავკასია 2020: რეგიონის განვითარების პერსპექტიული სცენარები“- ს განხილვას რაც საპროტესტო აქციის მონაწილეთა აზრით არის ცინიზმისა და ქართული სახელმწიფოს დაცინვის პიკი’’, - აღნიშნეს სასტუმრო ,,ამბასადორთან’’ დღეს გამართულ აქციაზე.

 

აქციის მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს რუსეთის სპეც-სამსახურების მხრიდან გარკვეული სახსრებს გაღებას იმისათვის, რომ 20-იდან 35 წლამდე გამოუცდელი ახალგაზრდა კადრები გადაიბირონ,

,,ამ მიზნით ისინი აპირებენ გამოცხადონ კონკურსის პირობები, ესეს შესაქმნელად, რომლის შედეგადაც სამხრეთ კავკასიის, მათ შორის, საქართველოს „საუკეთესო ჟურნალისტები“ 2013 წლის ბოლოს მიიპატიჟონ სამხრეთ კავკასიის ახალგაზრდა ჟურნალისტთა რეგიონულ სკოლაში, ქალაქ სოჭში’’.

 

პროტესტის მონაწილე ორგანიზაციებს სურთ მთელს საქართველოს დაანახონ ის საფრთხე, რასაც ეს ღონისძიება შეიცავს.

 

აქციის მონაწილეთა თქმით, ამ აქციის მიზანია რუსეთის სპეც სამსახურების კრავის „ქურქში შენიღბულ მგლებს“ შეახსენონ მათ ქვეყანაში არსებული სიტყვის თავისუფლების მხრივ არსებული სავალალო მდგომარეობა და მოუწოდონ, დატოვონ ჩვენს ქვეყანაში მზაკვრული გეგმების განხორციელების მცდელობა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42