არასწორია ინფორმაცია, რომ თარგამაძე ინფორმაციას იღებდა, როგორც ნდობის ჯგუფის წევრი - თალაკვაძე
სამართალი - 20:26, 19 Mar, 2015     1965

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე არასწორს უწოდებს გივი თარგამაძის ინფორმაციას, რომ ის პოლიციელისგან ინფორმაციას იღებდა, როგორც ნდობის ჯგუფის წევრი.

ამის შესახებ თალაკვაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, რუსლან ბაზიაშვილი თარგამაძეს ინფორმაციას დეპუტატის პირადი ინტერესის საფუძველზე აწვდიდა.

„ბატონმა თარგამაძემ დაადასტურა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ პროფესიონალურად იმუშავა, მაგრამ მან შეცდომა დაუშვა მეორე ნაწილში, როდესაც თქვა, რომ ამ ინფორმაციას იღებდა როგორც ნდობის ჯგუფის წევრი. თარგამაძემ ამ შემთხვევაში საზოგადოების შეცდომაში შეყვანა სცადა. მან იცის, რომ ნდობის ჯგუფს ინფორმაციის ასეთი გზით მიღების უფლება არ აქვს და ინფორმაციის მოპოვების პროცესი გაწერილია კანონმდებლობაში. ინფორმაციის მოთხოვნის უფლება მხოლოდ ნდობის ჯგუფის თავმჯდომარეს აქვს. ამ შემთხვევაში გათავისუფლებული პოლიციელი თანამშრომლობდა არა ნდობის ჯგუფთან, არამედ პირდაპირ გივი თარგამაძესთან, რომელსაც პირადი ინტერესის გამო აწვდიდა ინფორმაციას, რომელსაც ბატონი თარგამაძე პარტიული ინტერესებისთვის იყენებდა“, - განაცხადა თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გივი თარგამაძისთვის ინფორმაციის მიწოდების გამო შსს-ს თანამშრომელი რუსლან ბაზიაშვილი გაათავისუფლა.

მოგვიანებით, გივი თარგამაძემ განაცხადა, რომ შსს-დან გათავისუფლებული თანამშრომელი მას ინფორმაციებს აწვდიდა, როგორც დეპუტატსა და ნდობის ჯგუფის წევრს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42