ჩვეულებრივი ავტომობილისგან განსხვავებით, მას აქვს გვერდითი ფრთები, რომელის აფრენის დროს გამოდის კორპუსიდან. კომპანიაში ამბობენ, რომ ჯერჯერობით მუშაობენ მასალაზე, რომელიც ავტომობილს სიმყარითა და სიმსუბუქით უზრუნველყოფს. ცნობილი ხდება, რომ უახლოეს მომავალში დაიწყება მანქანის კრაშ-ტესტირებაც.
AeroMobil-ის ცნობით, მთავარი წინააღმდეგობა სერიული წარმოების დაწყებისთვის არის აუცილებელი ნებართვის აღება და შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნა.
მფრინავი ავტომობილი, კომპანიის განცხადებით, ადვილად ჩაეწერება იმ საყოველთაო წესებში, რომელიც არსებობს როგორც მანქანებისათვის, ასევე თვითმფრინავებისათვის. მას შეუძლია ასაფრენად გამოიყენოს როგორც აეროდრომების საფრენი ზოლი, ასევე ნებისმიერი სწორი ზედაპირი, მათ შორის ბალახისსაფარიანიც. ასაფრენად საკმარისია 300 მ და მეტი სიგრძის საფრენი ბილიკი. მისი მაქსიმალური სიჩქარე ჰაერში 200, ხოლო მიწაზე - 160 კმ/სთ-ია. იგი ბენზინის ძრავს იყენებს.

მასალის გამოყენების პირობები






