ამერიკის შეერთებული შტატები, ისრაელის პრემიერ მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებას აკრიტიკებს და პალესტინის სახელმწიფოს მხარდაჭერას უცხადებს.
თეთრი სახლის პრესმდივნის, ჯოშ ერნესტის განცხადებით, 20 წელზე მეტია აშშ-ის პოლიტიკა ისრაელისა და პალესტინის კონფლიქტის მოგვარებისა და მათი მშვიდობიანი თანაცხოვრებისკენ არის მიმართული.
ერნესტის განცხადება, ბენიამინ ნეთანიაჰუს წინასაარჩევნო სიტყვებმა გამოიწვია. რომლის მიხედვითაც, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, პალესტინის სახელმწიფოს დამოუკიდებლობას არ დაუშვებს. ჯოშ ერნესტმა, ნეთანიაჰუს მიერ, ისრაელის არაბული წარმოშობის მოქალაქეების წინააღმდეგ გამოთქმული განცხადებაც გააკრიტიკა და განაცხადა, რომ აშშ-ის ადმინისტრაცია შეშფოთებულია, ისრაელის მოსახლეობის ერთერთი სეგმენტის მიმართ გამოთქმული რიტორიკით.
შეგახსენებთ, 17 მარტს ისრაელში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში, პრემიერ-მინისტრ, ბენიამინ ნეთანიაჰუს პარტია „ლიკუდმა“ გაიმარჯვა.
ხატია ლაღიძე
მასალის გამოყენების პირობები






