შაქრო კალაშოვი სოჭში ,,ქურდულ სხოდკაზე“ დააკავეს - საქმე ,,გოჩოსთან“
სამართალი - 17:13, 19 Mar, 2015     14842
როგორც გამოცემა ,,პრაიმკრაიმი“ წერს, 15მარტს სოჭში, პოლიციელებმა აღკვეთეს ქურდული ,,სხოდკის“ ჩატარება, რომელშიც ყველაზე გავლენიანი ე.წ. კანონიერი ქურდი შაქრო კალაშოვი იღებდა მონაწილეობას. კრიმინალური მარშალი დაიჭირეს ერთ-ერთ სასტუმროში ,,კრასნაია პალიანაზე“ ყველაზე მხცოვან სოჭელ ე.წ. კანონიერ ქურდთან თენგიზ დუმოევთან (გოჩო) და ადგილობრივ გავლენიან ავტორიტეტ რობსონთან ერთად.

გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციელებმა მათი ავტორიტეტის შესაბამისი პატივისცემა ე.წ. კანონიერი ქურდების მიმართ არ გამოიჩინეს. თუმცა, დიდხნიანი და მომაბეზრებელი შემოწმების შემდეგ ყველა გაათავისუფლეს.

59 წლის ,,გოჩო“ ყველაზე სანდო პირია შაქო ,,მალადოისთვის“ და სწორედ მასზე ამყარებს კრიმინალური მარშალი ქურდული კლანების შერიგების იმედებს. მიუხედავად შაქროს, ,,დედ ჰასანის“ და ,,გოჩოს“ იეზიდური წარმოშობისა, ,,გოჩო“ ყოველთვის ნეიტრალურ პოზიციას იკავებდა მათთან დაკავშირებით და სწორედ ამიტომაც სარგებლობს ავტორიტეტით ბარიკადების ორივე მხარეს მყოფი ე.წ. კანონიერი ქურდებისაგან. სწორედ ასეთი ქურდების მხრიდან სურს შაქროს მხარდაჭერა - ქურდებისგან, რომლებიც არ იღებდნენ აქტიურ მონაწილეობას ,,ძმათამკვლელ“ გარჩევებში და რომლებიც არ იყვნენ კომპრომატირებულები მიკერძოებულობასა და პირადი ინტეერსების დაცვაში.

ცნობილია, რომ იანვრის შუა რიცხვებში ,,გოჩო“, შაქრო კალაშოვის სახელით, სტამბულში შეხვდა შაქროს მოწინააღმდეგე ,,დედოვსკი“ კლანის წარმომადგენლებს როვშან ლენქორანსკის, კახა ფარფალიას და ნიკა იზრაელსკის. მართალია, მაშინ კონფლიქტი არ შეჩერებულა, მაგრამ დაისახა გზები მოწინააღმდეგეთა დაახლოებისათვის.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42