ლეგენდარული ამერიკელი მსახიობი და მომღერალი, „ოსკარის“ მფლობელი ლაიზა მინელი ალკოჰოლიზმისა და ნარკომანიის სარეაიბილიტაციო ცენტრში მკურნალობის კურსს გადის.
ინფორმაციას მისი წარმომადგენლები ადასტურებენ.
თავად 69 წლის ვარსკვლავი არ მალავს, რომ ალკოჰოლისა და აბებზე დამოკიდებულებისგან გასათავისუფლებლად, ადრეც მკურნალობდა.
„ლაიზა, მრავალი წლის განმავლობაში მამაცურად იბრძოდა ნარკოტიკებისგან თავის დასაღწევად და მკურნალობის კურსიც რამდენჯერმე გაიარა. ის ამასაც დაძლევს“ - ნათქვამია მსახიობის წარმომადგენლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ლაიზა მინელს ფილმ „კაბარეში“ საკულტო როლის შესრულებისთვის, 1972 წელს „ოსკარიც“ გადაეცა.
ის ერთერთია იმ უიშვიათეს ვარსკვლავთა შორის, რომელსაც ერთდროულად „ემის“, „ოსკარის“, „გრემის“ ჯილდო და „ტონის“ პრემია აქვს აღებული.
ხატია ლაღიძე
მასალის გამოყენების პირობები






