რუსეთმა დონბასში მე-19 ჰუმანიტარული დახმარების კოლონა გაგზავნა.
რუსეთის კრიზისების მართვის ეროვნული ცენტრის განცხადებით, დონეცკისა და ლუგანსკის მოსახლეობა სურსათს, მედიკამენტებს, პირველადი მოხმარების საგნებს, სახელმძღვანელოებსა და სამშენებლო მასალებს მიიღებს. ჰუმანიტარულ დამხარებას, პირველ რიგში ნახევარი მილიონი პენსიონერისთვის არის განკუთვნილი - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რუსეთმა უკრაინის მიმართულებით სულ 19 ჰუმანიტარული ტვირთი გაგზავნა. ბოლო კოლონა დონბასში 7 მარტს, უკრაინული მხარის თანხმობის გარეშე შევიდა. რუსეთის საგანგებო სიტუაცითა სამინისტროს განცხადებით, ჰუმანიტარული დახმარების გაგზვნა, დაზარალებული ოჯახებისა და მათი ახლობლების დახმარებას ისახავს მიზნად.
ოფიციალური კიევი, რუსეთის მიერ გაგზავნილ ჰუმანიტარული კოლონის მიღებაზე უარს ამბობდა და აცხადებდა, რომ რეალურად არავითარი ჰუმანიტარული ტვირთი არ არსებობს და რუსეთს სეპარატისტების იარაღით მომარაგებაში ადანაშაულებდა.
ხატია ლაღიძე
მასალის გამოყენების პირობები






