ინფორმაციას კურიერთან საუბარში ადასტურებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. უწყების პრეს-სპიკერი განმარტავს, რომ ტუნისში დღეს საქართველოს ელჩი ჩავა, რომელიც ვითარებას ადგილზე გაეცნობა და ქართველების მდგომარეობით დაინტერესდება.
დავით კერესელიძის ინფორმაციით, ტუნისში ასევე იმყოფებიან ქართველი მეზღაურებიც.
ტუნისის პოლიციამ, პარლამენტთან მდებარე მუზეუმში მძევლების გასათავისუფლებელი სპეცოპერაციის განხორციელებისას, ორი თავდამსხმელი მოკლა.
ამის შესახებ ინფორმაციას ადილობრივი პრესა ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციამ მძევლად აყვანილი ტურისტების გათავისუფლება მოახერხა. სპეცოპერაციას ერთი სამართალდამცავის სიცოცხლე შეეწირა.
შეგახსენებთ, რამდენიმე საათის წინ შეიარაღებული პირები , ბარდოს მუზეუმში შეიჭრნენ და მძევლად 40 ტურისტი აიყვანეს. მუზეუმზე თავდასხმას 8 ადამიანი ემსხვერპლა. გარდაცვლილთაგან ერთი ადგილობრივი, ხოლო 7 ტურისტია.
ტუნისის პოლიციას, შემთხვევასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება ჯერჯერობით არ გაუკეთებია.
მასალის გამოყენების პირობები






