სლოვაკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი, ანდრეი კისკა, მოსკოვში, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომის დასრულების 70-ე წლისთავთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე დასწრებას არ აპირებს. მოწვევაზე უარის თქმის მიზეზად, უკრაინაში რუსეთის აგრესია სახელდება.
კისკას განცხადებით, აღმოსავლეთ უკრაინასა და ყირიმში მიმდინარე მოვლენები, დღესასწაულში მონაწილეობისა და სამხედრო აღლუმზე დასწრების სურვილს არ აღუძრავს.
„ვფიქრობ, ყველაზე მნიშნელოვანი იქნება, ჩვენი ქვეყნისთვის თავგანწირულ ადამიანებს პატივი აქ, ჩვენს ქვეყანაში მივაგოთ“ - აღნიშნა კისკამ.
შეგახსენებთ, რუსეთის მიერ უკრაინაში განხორციელებული აგრესიის გამო, მოსკოვში ჩასვლაზე უარი ევროსაბჭოს პრეზიდენტმა, დოლად ტუსკმა, გერმანიის კანცლერმა - ანგელა მერკელმა, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, დევიდ კემერონმა, პოლონეთის, ლატვიისა და ლიტვის პრეზიდენტებმაც განაცხადეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ამ დროისთვის ღონისძიებაზე დასწრების თანხმობა ბელორუსის პრეზიდენტმა, ალექსანდ ლუკაშენკომ და ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა განაცხადეს.
ხატია ლაღიძე
მასალის გამოყენების პირობები






