სუნამო შერჩევისას საინტერესოა არომატის მისადაგება გურმან მამაკაცებთანაც, რომლებიც კერძებს სუნისა და გემოს მიხედვით დიდი მგრძნობელობით არჩევენ. არც ის დაგავიწყდეთ, რომ უცოლო, ახალგაზრდა მამაკაცს, ზემოხსენებულთაგან, განსხვავებული ცხოვრების წესი აქვს და შესაბამისად სუნამოც.
ასე, რომ ავარჩიოთ მამაკაცის რამდენიმე ტიპი და გადავხედოთ, როგორი სუნამო მიესადაგება თითოეულ მათგანს.
ლიდერი, ბიზნესმენი, სპორტსმენი, გურმანი, კონსერვატორი და ახალგაზრდა, უცოლო მამაკაცი.
სუნამო ლიდერს და პოლიტიკოსს:
ყველა პოლიტიკოსს რომ ლიდერობა სურს, ეს ფაქტია. ამიტომ პოლიტიკოსისთვის სუნამოს შერჩევისას, მაინც გავითვალისწინოთ ლიდერის ამბიციები და უპირველესად მკვეთრი სურნელი შევურჩიოთ, აუცილებლად მოდური სიახლის გათვალისწინებით. ლიდერის სუნამო ყველა დროის მოდის ამბიციებს უნდა აკმაყოფილებდეს.
სუნამო ბიზნესმენისთვის:
ბიზნესმენი მუდმივად მობილიზებულია, თუმცა მას არც თავბრუდამხვევი სურნელი სჭირდება და არც დამამშვიდებელი. ამიტომ, არომატი უნდა იყოს მდგრადი, ცივის სურნელით, რომელიც ყოველდღიურ საქმიან პარტიორებთან გამაღიზიანებელი და საქმის ნაცვლად სურნელზე ორიენტირებული არ იქნება.
სუნამო სპორტსმენისთვის:
სპორტსმენი მამაკაცი უპირველესად მის ფიზიკურ მდგომარეობაზეა ორიენტირებული. სუნამოს არომატი ისეთივე ცოცხალი და ტონუსის მიმცემი უნდა იყოს, როგორც ვარჯიშისას მისი კუნთებია. ამიტომ, შეეცადეთ, ისეთი სუნამო შეურჩიოთ, რომელიც სპორტულ განწყობას აუმაღლებს.
სუნამო გურმანისთვის:
გურმან მამაკაცი აუცილებლად სამზარეულოში ხროცის საკეპი ხელსაწყოთი ხელში არ წარმოუდგინოთ. გურმანი მამაკაცი, მითუფრო სურნელთან მიმართებაში, საკმაოდ დახვეწილია მისთვის სუნამოს შერჩევისას გასათვალისწინებელია, რომ სურნელმა არ გადაფაროს მისთვის მნიშვნელოვანი საკვების სურნელი. ამიტომ გურმანისთვის შეარჩიეთ ცივი, მაგრამ მსუბუქი არომატი, რომელსაც თავად ნაკლებად იგრძნობს და მხოლოდ ირგვლივ მყოფებისთვის იქნება შესამჩნევი.
კონსერვატორი მამაკაცისთვის სასურველი არომატი:
კონსერვატორ მამაკაცს ალბათ ყველა შევხვედრივართ. დიდი გამოცნობა არ სჭირდება - ის ისეთივე კონსერვატორია სუნამოს არომატთან მიმართებაში, როგორიც ჩაცმულობის სტილსა და ცხოვრების წესში. გახსოვდეთ, კონსერვატორი მამაკაცი არ ნიშნავს მოძველებულ და დრომოჭმულ ადამიანს. ეს მამაკაცის კლასიკური ტიპია, რომლებიც ზედმეტი ჩარევის გარეშეც ღირსეულად გამოიყურებიან. ამიტომ ასეთ მამაკაცს მხოლოდ კლასიკური სუნამო უნდა მიუძღვნათ.
სუნამო ახალგაზრდა, უცოლო მამაკაცისთვის:
ჩვენ უკვე ვიცით, რომ სუნამოს შერჩევისას გარდა მამაკაცის სტილისა, მნიშვნელოვანია მისი ასაკის გათვალისწინებაც. ის, რაც შეეფერება კონსეტრვატორს, პოლიტიკოსს და ბიზნესმენს, არ შეეფერება ასაკით პატარა მამაკაცს. ახალგაზრდა მამაკაცისთვის მსუბუქი ცხოვრების რიტმი მისი ყოველდღიურობაა და ამიტომ, შეურჩიეთ მას მოდური, გრძნობის აღმძვრელი ყვავილოვანი სპექტრის სუნამო.
მასალის გამოყენების პირობები






