სამხრეთ ოსეთი დაინტერესებულია რუსეთთან ალიანსისა და ინტეგრაციის შესახებ ხელშეკრულებას ხელი მოაწეროს, რადგან მხოლოდ ალიანსის ფარგლებში შევძლებთ შემდგომ გამოწვევებთან გამკლავებას - განაცხადა სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდეტმა, ლეონიდ თიბილოვმა ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის დაწყებამდე.
მისი თქმით, დღევანდელი დღე ძალიან მნიშვნელოვანი და ამავდროულად ისტორიულია, რადგან ერთი წლის წინ, რუსეთის ფედერაციაში შესვლის შესახებ შეთანხმებას, ყირიმმა მოაწერა ხელი.
„რუსეთის ფედერაცია სამხრეთ ოსეთისთვის უსაფრთხოების გარანტია. მინდა ვლადიმერ პუტინს გულწრფელი მადლობა გადავუხადო, იმ მხარდაჭერისთვის, რასაც ჩვენი რესპუბლიკის მიმართ გამოხატავს“ - განაცხადა თიბილოვმა.
შეგახსენებთ, ამ წუთებში მოსკოვში ვლადიმერ პუტინისა და ლეონიდ თიბილოვის შეხვედრა მიმდინარეობს, სადაც მხარეებმა ალიანსისა და ინტეგრაციის შესახებ ხელშეკრულებას მოაწერენ ხელს.
ხელშეკრულება ეკონომიკურ, სოციალურ, ჰუმანიტარულ და უსაფრთხოების სფეროში ურთიერთთანამშრომლობას გულისხმობს.
ხატია ლაღიძე
მასალის გამოყენების პირობები






