თავდასხმა ადვოკატზე - ზაზა ხატიაშვილი პროკურატურას მიმართავს
სამართალი - 14:10, 18 Mar, 2015     1910

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის ზაზა ხატიაშვილის ინფორმაციით, 16 მარტს ადვოკატ დავით კაკოიშვილს თავს დაესხნენ.

ამის შესახებ ხატიაშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

მისი ინფორმაციით, კაკოიშვილზე თავდასხმა მისი დანიშნების მიზნით მოხდა.

"გაოგნებული ვარ იმ ძალადობით, რაც მიმდინარეობს ადვოკატთა კორპუსთან მიმართებაში. აღნიშნულმა მიიღო შეუქცევადი ხასიათი, რასაც მკაცრი რეაგირების გარეშე არ დავტოვებ.

2015 წლის 16 მარტს, საღამოს ათის ნახევარზე, თავს დაესხნენ ადვოკატ დავით კაკოიშვილს თავისი საცხოვრებელი სახლის სადარბაზოსთან. მას მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, შემოახიეს ტანსაცმელი. ადვოკატს დაუზიანეს ტუჩი, რომელის გასაკერი გახდა. დავით კაკოიშვილი ჩვენი ახალგაზრდა კოლეგაა, იგი ადვოკატთა ასოციაციაში ორი თვეა გაწევრიანდა. ფაქტობრივად ცდილობენ ახალგაზრდა კაცს დაუნგრიონ ცხოვრება. ადვოკატ დავით კაკოიშვილზე განხორციელებული თავდასხმა სავარაუდოდ, მისი დაშინების მიზნით არის ჩადენილი, რაც სამწუხაროდ ჩვენს ქვეყანაში ტრადიციად იქცა. დავით კაკოიშვილი ეხმარება ადვოკატ ოთარ კახიძეს, რომელიც ყოფილი მაღალჩინოსნების ადოკატი ბრძანდება. აღნიშნულიდან გამომდინარე, ადვოკატზე განხორციელებულ თავდასხმას სავარაუდოდ პოლიტიკური ელფერი აქვს, რაც საგანგაშო ფაქტია. დავით კაკოიშვილზე განხორციელებული თავდასხმა პირველი შემთხვევა რომ იყოს ადვოკატებთან მიმართებაში, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე აღნიშნულს ხულიგნურ ქმედებას მივაწერდი, მაგრამ ადვოკატების ცემის წახალისება ხელისულფლების მხრიდან მიგვანიშნებს მმართველი გუნდის ნებაზე განხორციელდეს აგრესია იმ ადვოკატებთან მიმართებაში, რომლებიც ხელისუფლებისთვის მიუღებელ მაღალჩინოსნებს იცავენ. ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ მოვითხოვე მთავარი პროკურორისგან ადვოკატების რომეო საჯაიას, ირაკლი ზაქარეიშვილის, ნონა კირთაძის, ნუგზარ სამარჯიშვილის, დიმიტრი გაბუნიას მიმართ განხორციელებული ძალადობრივი ფაქტების გამოძიება, მაგრამ პროკურატურამ არცერთი სავარაუდო დამნაშავე არ დააკავა. პროკურატურის უმოქმედობამ წაახალისა ყველა ის პირი, რომელსაც სურვილი აქვს გაუსწორდეს ადვოკატს, რაც სამარცხვინო ფაქტია.

ხელისუფლებას ვაძლევ ერთ კვირას ჩაატაროს ეფექტური გამოძიება ადვოკატ დავით კაკოიშვილს მიმართ განხირცილებული ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით და დასაჯოს ის პირები, ვინც მონაწილეობდენ ადვოკატის მიმართ განხორცილებულ ძალადობაში",-ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42