რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ვოლგისპირეთში, ურალსა და დასავლეთ ციმბირში დისლოცირებული სახმელეთო ჯარების, სამხედრო ავიაციისა და სპეცდანიშნულების რაზმის სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა.
ამის შესახებ, რაიონის პრესსამსახური იტყობინება.
„სამშვიდობო მისიების უმაღლეს დონეზე შესასრულებლად, არმია მზად უნდა იყოს. ამიტომ, როგორც დაგეგმილი იყო სამხედრო წვრთნები სპეციალურ ადგილებშ მიმდინარეობს“- ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, დღეს დილით, ვლადიმერ პუტინმა, კუნძულ სახალინის აღმოსავლეთ სამხედრო ოლქისა და კრასნოდარის მხარეში, სოფელ დერმუკთან დისლოცირებული ჯარისკაცებისა და საზღვაო ქვეითების სამხედრო მზადყოფნაში მოყვანის ბრძანება მოულოდნელად გასცა.
გუშინ კი რუსეთმა მასიური საჰაერო სამხედრო წვრთნები დაიწყო. რუსეთის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, მსოფლიოში არსებული ახალი გამოწვევები და სამხედრო საფრთხეები, შეიარაღებული ძალების მომზადებასა და შესაძლებლობების გაზრდას მოითხოვს.
ხატია ლაღიძე
მასალის გამოყენების პირობები






