სკანდალი : Dolce & Gabbana ელტონ ჯონის წინააღმდეგ
მსოფლიო - 13:50, 18 Mar, 2015     1835

ცნობილი იტალიელი დიზაინერები დომენიკო დოლჩე და სტეფანო გაბანა, ერთსქესიანი წყვილებისთვის ბავშვების მიშვილების წინააღმდეგ გამოდიან.

მიუხედავად იმისა, რომ დიზაინერები თავიანთ ჰომოსექსუალობას დიდი ხანია არ მალავენ და თითქმის 20 წელია ერთად ცხოვრობენ, აცხადებენ, რომ ბავშვი აუცილებლად დედ-მამის გარემოში უნდა აღიზარდოს.

ამის შესახებ, მათ იტალიურ გამოცემა „ პანორამასთვის“ მიცემულ ინტერვიუში ისაუბრეს.

დიზანიერები, ერთსქესიანი წყვილისთვის ხელოვნური განაყოფიერებით, სუროგაციისა და ე.წ საშილოსნოს გაქირავების“ გზით გაჩენილი ბავშების ფაქტსაც გმობენ.

„ჩვენ ვეწინააღმდეგებით, ჰომოსექსუალი წყვილების მიერ ბავშვები შვილად აყვანას. ბავშვი დედ-მამის გარემოში, ნამდვილ ოჯახში უნდა იზრდებოდეს. ერთადერთი ნამდვილი ოჯახი კი ტრადიციული ოჯახია. მიუღებელია ყველანაირი ქიმიურს ჩარევა და საშვილოსნოს „გაქირავება". ცხოვრება ბუნებრივი დინებით მიდის და ყველაფერში ჩარევა არ შეიძლება“ - განაცხადა დომენიკო დოლჩემ.

დიზაინერების განცხადებამ, სოციალურ ქსელში და ლგბტ საზოგადოებაში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. სოციალურ მედიაში აქცია Boycott Dolce Gabbana დაიწყო.

დოლჩე-გაბანას განცხადებას , მომღერალი ელტონ ჯონი სოციალურ ქსელში მწვავე კრიტიკით გამოეხმაურა, რომელიც სუროგატი დედისგან გაჩენილ ორ შვილს, მეუღლესთან დევიდ ფერნიშთან ერთად.

„როგორ ბედავთ და ჩემს არაჩვეულებრივ ბავშვებს სინთეზურებს უწოდებთ? უნდა გრცხვენოდეთ თქვენი სამარცხვინო და უსამართლო სიტყვების გამო. ხელოვნური განაყოფიერება - ეს სასწაულია, რომელმაც უამრავ წყვილს ბავშვის ყოლის ოცნება აუსრულა“ - წერს მომღერალი „ინსტაგრამის“ გვერდზე და აღნიშნავს, რომ დიზაინერებს ბოიკოტს უცხადებს.

„თქვენი არქაული აზროვნება ისევე მოძველებულია, როგორც თქვენი კოლექციები. აღარასოდეს ჩავიცმევ „დოლჩე და გაბანას“ - დასძენს ელტონ ჯონი და საზოგადოებას იტალიელი დიზაინერებისათვის ბოიკოტის გამოცხადებისკენ მოიწოდებს.

ხატია ლაღიძე





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42