ამის შესახებ, კემერონმა, ევროსაბჭოს პრეზიდენტ, დონალდ ტუსკთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა.
„ლიდერი შეთანხმდნენ, რომ ევროსაბჭომ ერთი მიმართულებით უნდა იმუშაოს: მიიღოს შესაბამისი ზომები რუსულ გაზზე დამოკიდებულების შესამცირებლად, გაზარდოს გაზის მიწოდების სფეროში კონტრაქტების პირობების გამჭვირვალობა და ევროპის ქვეყნებს შორის ინფრასტქუქტურა გააძლიეროს“ - განაცხადა ბრიტანეთის მთავრობის კანცელარიის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.
კემერონმა და ტუსკმა უკრაინაში არსებული ვითარებაც განიხილებს. მხარეები ერთხმად აღიარებენ, რომ მინსკის ხელშეკრულების განხორციელებამდე, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები უნდა გაგრძელდეს.
ლიდერებმა, საბერძნეთის სიტუაციაზეც ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ საბერძნეთსა და ევროზონაში მის პარტინორებს შორის კომპრომისის მიღწევის გზის პოვნა აუცილებელია.
ხატია ლაღიძე
მასალის გამოყენების პირობები






