რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატმა, ფრაქცია „სამართლიანი რუსეთის“ წევრმა ოლეგ მიხეევმა, რუსეთში აშშ-ის ელჩს ჯონ ტეფტის მიმართვა გაუგზვნა, რომელშიც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ფსიქიატრიულ შემოწმებას ურჩევს.
დეპუტატის განმარტებით, მიმართვის დაწერა, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენლის, ჯენ პსაკის განცხადებამ აიძულა, რომელმაც რუსული ავიაციის მიერ ვიეტნამში შესაძლო დესტაბილიზაციაზე ისაუბრა.
ფსიქიკური შემოწმების კიდევ ერთი ადრესატი, გენერალ-მაიორი რობერტ სკეილზიც გახდა, რომელმაც რადმენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ფიქრობს, დონბაში მყოფი რუსების დახოცვა უნდა დაიწყონ.
პარლამენტარის თქმით, რუსეთისა და აშშ-ის შორის არსებული ზოგადი დამოკიდებულება, სახელმწიფო პირების ქმედებებსა და სიტყვებს ეფუძნება.
„შესაბამისად, თუკი ორ ქვეყანას შორის საერთაშორისო დიალოგის გაძლიერება გვინდა, აშშ-ის სახელმწიფო მოხელეების ფსიკიკური გამოკვლევების ჩატარებაა საჭირო, მათ შორის ნარკოტიკების, ალკოჰოლური ნივთიერების გამოვლენისა და იდეური დარღვევის აღმოჩენის შესახებ“ - განაცხადა დეპუტატმა.
ხატია ლაღიძე
მასალის გამოყენების პირობები






