უკრაინის რადამ, დონბასის ცალკეული რაიონებისთვის განსაკუთრებული სტატუსის მინიჭების შესახებ შემუშავებულ კანონპტოექტი მიიღო, რომლის მიხედვითაც, დონბასის გარკვეულ ნაწილს ოკუპირებული ტერიტორიის სტატუსი მიენიჭა.
უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს ინიციატივით შემუშავებული კანონპროექტის მიხედვით, უკრაინამ უნდა შეინარჩუნოს სუვერენიტეტი დონბასის ტერიტორიაზე. თუმცა, ცალკეულ რაიონებს განსაკუთრებული სტატუსი მიენიჭებათ, რაც აღნიშნულ ტერიტორიებზე უკრაინული კანონმდებლობით ჩატარებული ადგილობრივი არჩევნების შემდეგ მოხდება.
„სხვა არჩევნები არ იქნება. ჩვენ, ცივილიზებული სამყაროს მიერ აღიარებული არჩევნები გვჭირდება“ - განაცხადა პოროშენკომ.
მისივე თქმით, არჩევნები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, გამჭვირვალედ და დემოკრატიულად უნდა ჩატარდეს, რომელსაც საერთაშორისო საზოგადოება, მათ შორის ეუთოს წარმომადგენლები დააკვირდებიან.
ხატია ლაღიძე
მასალის გამოყენების პირობები






