„სამართლებრივი კულტურის“ გაკვეთილები, შინაგან საქმეთა სამინისტროს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და საერთაშორისო ორგანიზაცია „PH INTERNATIONAL“-ის ერთობლივ პროექტ - „სამართლებრივი განათლების პროგრამის“ ფარგლებში, ბათუმის 5 საჯარო სკოლაში რამდენიმე თვის განმავლობაში, კვირაში ერთხელ ტარდება. შსს-ს წარმომადგენლები, რომლებიც „სამართლებრივი კულტურის“ გაკვეთილებს პერმანენტულად ატარებენ, სპეციალურად არიან გადამზადებული აღნიშული პროგრამისთვის.
გაკვეთილები ინტერაქტიულია, მოიცავს თამაშებს. პროგრამა მოსწავლეებში სამართლისა და მართლმსაჯულების სფეროში მათი უფლებების და პასუხისმგებლობის შესახებ ცოდნის ამაღლებას ისახავს მიზნად. სწავლება მეცხრე კლასის მოსწავლეთათვის ტარდება შემდეგ თემებზე: სამართლებრივი კულტურის არსი და მნიშვნელობა; არასრულწლოვანი და კანონი; ძალადობა - ძალადობა ოჯახში, ბულინგი სკოლებში; მავნე ჩვევები და მათი სახიფათო შედეგებისგან თავდაცვა; ორგანიზებული დანაშაული (ტრეფიკინგი, ნარკოტიკებით და იარაღით უკანონო ვაჭრობა); სასამართლო სამართალწარმოება.
აღნიშნული პროექტი აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანტინარკოტიკულ და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის საერთაშორისო ბიუროს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. „სამართლებრივი კულტურის“ გაკვეთილები ტარდება თბილისის, ქუთაისის, რუსთავის და ახალციხის საჯარო სკოლებშიც.
2013-2014 სასწავლო წელს პროგრამა ადგილობრივი უბნის ინსპექტორ-გამომძიებლების და სკოლის პედაგოგების მიერ საქართველოს 32 საჯარო სკოლაში განხორციელდა. სწავლება ჩატარდა თბილისის მე-17, ახალქალაქის მე-5 , ფოთის მე-5 და თელავის მე-5 საჯარო სკოლებში.
მასალის გამოყენების პირობები






