"რამ გაამხეცა ასე, რომ საკუთარი ხელებით გაგუდა ცოლი" - თბილისში მომხდარი ტრაგედიის დეტალები
სამართალი - 23:25, 17 Mar, 2015     10500

თბილისში, არსენალის მთის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი. არსებული ინფორმაციით, მამაკაცმა ცოლი ეჭვიანობის ნიადაგზე მოკლა.

გამოძიების ინფორმაციით, გამთენიისას ბრალდებულმა საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკებისას, მეუღლე - 1983 წელს დაბადებული სუზანა ს. მოკლა. მკვლელობაში ბრალდებული პირი ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. სამართალდამცველებმა 1979 წელს დაბადებული რაფაელ შ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით უკვე დააკავეს.

ოჯახის ახლობლები „კვირის პალიტრასთან“ საუბრისას ამბობენ, რომ გარდაცვლილი ალბატონი მოსიყვარულე მეუღლე იყო და მუდმივად მეუღლეზე ზრუნავდა.

„13 წლის ბიჭი ჰყავთ... საწყალი ბავშვი ისეთ დღეშია... ძალიან ვნერვიულობთ მასზე. ისეთი თვალები აქვს, გული მოგიკვდება. ერთ დღეში დაკარგა ორივე მშობელი. არ ვიცი, როგორ უნდა იცხოვროს იმ სახლში, სადაც მამამ დედა მოუკლა.. შემთხვევის დროს სუზის მაზლიც სახლში ყოფილა... არ ვიცი რამ გაამხეცა ასე, რომ საკუთარი ხელებით გაგუდა ცოლი, რომელთანაც ამდენი წელი იცხოვრა. ხმაურზე მაზლი რომ გამოსულა, სუზი უკვე გარდაცვლილი ყოფილა. ცოლი მოვკალიო- უთქვამს ძმისთვის. გაქცევა არც უცდია. ეტყობა, მოვიდა გონზე და მიხვდა რაც ჩაიდინა“, - აცხადებს ოჯახის ახლობელი.


წყარო: http://www.kvirispalitra.ge/





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42