ლუგანსკისა და დონეცკის ე.წ. რესპუბლიკენის ლიდერები, რაიონებისთვის განსაკუთრებული სტატუსის მინიჭების შესახებ მიღებული კანონპროექტით უკმაყოფილოები არიან. თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის მეთაური ალექსანდრ ზახარჩენკოს განცხადებით, პეტრო პოროშენკოს მიერ მიღებული კანონპროექტი რეალურად არაფერს ნიშნავს.
„კანონპროექტი განსაკუთრებული სტატუსის შესახებ არაფერს ნიშნავს. რაზეც მინსკში შეთანხმდნენ, არაფერი შესრულებულა", - განაცხადა ზახარჩენკომ.
უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს ინიციატივით შემუშავებული კანონპროექტის მიხედვით, უკრაინამ უნდა შეინარჩუნოს სუვერენიტეტი დონბასის ტერიტორიაზე. თუმცა, ცალკეულ რაიონებს განსაკუთრებული სტატუსი მიენიჭებათ, რაც ფართო ავტონომიას გულისხმობს.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მინსკის მოლაპარაკების მიხედვით, სტატუსის განსაზღვრა დონბასისა და ლუგანსკის ე.წ. რესპუბლიკებს უნდა შეხებოდა.
სეპარატისთა განცხადებით, ეს კანონპროექტი, მინსკის შეთანხმებას ეწინააღმდეგება.
ხატია ლაღიძე
მასალის გამოყენების პირობები






