Faceebok-ი „მომხმარებელთა წესების“ განახლებასთან დაკავშირებით, ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ ცვლილებების აუცილებლობა, მომხმარებელთა კომფორტისა და გაუგებრობებეის თავიდან ასაცილებლად გახდა საჭირო.
ცვლილებები რამდენიმე ასპექტს შეეხება. დეტალები ორგანიზაციის სპეციალურ ანგარიშშია მოცემული და შემდეგ საკითხებს მოიცავს:
· უსაფრთხოების შენარჩუნება: კომპანიას ნულოვანი ტოლენარტობა გააჩნია ნებისმიერი ქმედების მიმართ, რომელიც ადამიანებს საფრთხეს უქმნის. სოციალურ ქსელებს ტერორისტული ორგანიზაციებიც იყენებენ პროპაგანდისათვის, ამიტომ ფეისბუქს არ სურს რომელიმე მსგავსი ორგანიზაციის პლატფორმად იქცეს. „მომხმარებლის მიერ პირადი ინფორმაციის გამოყენება, მოტივაციას გვაძლევს მეტი პასუხისმგებლობა გამოვიჩინოთ, რადგან ჩვენი სახელი და რეპუტაცია, ჩვენს სიტყვებსა და ქმედებებს უკავშირდება.“
· იკრძალება, ფიზიკური ძალადობის, მაზოხისმის ამსახველი ფოტოებისა და ვიდეომასალის, შეუაცხმყოფელი პოსტების გამოქვეყნება, სიძულვილის ენის გამოყენება, კანონდამრღვევი მოქმედებების წასახილება.
· კონტროლის ინსტრუმენტების გაძლიერება: „ფეისბუკი“ ის ადგილია, რომელიც ადამიანებს ერთმანეთს აკავშირებს და საინტერესო ფაქტების გაგებაში ეხმარება. შესაბამისად, კომპანია მომხარებელს კონტროლის ინსტრუმენტებს სთავაზობს, რომლის საშუალებითაც გააკონტროლებს, რომელი მომხმარებლის პოსტები გამოუჩნდეს თაიმლაინზე და რომლის არა.
· სიშიშვლის კონტროლი: „ფეისბუკი“ ვულგარულ ფოტოების ატვირთვაზე კონტროლს აწესებს.
„ფეისბუკის“ მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, ორგანიზაციის მიზანი ლიბერალური, წესებისგან თავისუფალი გარემოს შექმნაა, სადაც მთავარი მოტივაზია ურთიერთანაგრძნობა და პატივისცემაა.
ხატია ლაღიძე
მასალის გამოყენების პირობები






