დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, დევიდ კემერონის განცხადებით, რუსეთმა შესაძლოა თანამედროვე მსოფლიოს პრივილეგიები დაკარგოს.
ამის შესახებ, გადაცემა BuzzFeedBrews-ში ისაუბრა.
„თუკი რუსეთს სურს, 21-ე საუკუნის მსოფლიოს ნაწილი იყოს, სხვა სახელმწიფოების საზღვრებს პატივი უნდა სცეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მას თანამედროვე მსოფლიოს ისეთი პრივილეგიები წაერთმევა, როგორიცაა თავისუფალი ვაჭრობა, ინფორმაციის, იდეების გაცვლლა და ა.შ“ - განაცხადა კემერონმა.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე დასავლეთს უკრაინის კონფლიქტის იარაღით გადაწყვეტა არ შეუძლია, თუმცა ევროკავშირსა და აშშ-ის მნიშვნელოვანი ეკონომიკური ბერკეტები გააჩნია.
„რუსეთს ჩვენ უფრო მეტად ვჭირდებით, ვიდრე ჩვენ რუსეთი. ამიტომაც, ეკონომიკურ ურთიერთობებში ჩენი უპირატესობით უნდა ვისარგებლოთ“ - დასძინა მან.
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი შიშობს, პუტინი მხოლოდ უკრაინის წინააღმდეგ აგრესიით არ შემოიფარგლება. მისი თქმით, რუსეთის შემდგომი სამიზნე შესაძლოა ბალტიისპირეთი გახდეს.
კემერონმა პუტინს შეახსენა, რომ ის სანქციები, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ არის დაწესებული და რომელიც შესაძლოა მომავალში დაწესდეს, მისი ქვეყნის ეკონომიკურ და ფინანსურ პოლიტაზე მრავალი წლის განმავლობაში იქონიებს გავლენას.
ხატია ლაღიძე
მასალის გამოყენების პირობები






