ნიკოლოზ ნატროშვილის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე განაჩენი გამოცხადდა
სამართალი - 15:11, 17 Mar, 2015     6859

ნიკოლოზ ნატროშვილის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე სასამართლომ ბრალდებულ პაატა გოშაძეს 13 წლით პატიმრობა შეუფარდა, ხოლო თეიმურაზ აფციაურს სასჯელის სახედ და ზომად 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.

ამის შესახებ სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

„თბილისის საქალაქო სასამართლომ დაასრულა სისხლის სამართლის საქმის განხილვა ნიკოლოზ ნატროშვილის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, ბრალდებულების პაატა გოშაძისა და თეიმურაზ აფციაურის მიმართ.

საქმე ეხება, 2014 წლის 21 ივნისს, ქ. თბილისში, დაბა კიკეთში პაატა გოშაძესა და ნიკოლოზ ნატროშვილს შორის, ვალის დაბრუნების თაობაზე მომხდარ ურთიერთშელაპარაკებას, რომელიც შემდგომ ჩხუბში გადაიზარდა.

განაწყენებული პაატა გოშაძე შურისძიების მოტივით, მოგვიანებით მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი და შენახული ცეცხლსასროლი იარაღით დაბრუნდა დაბა კიკეთში და თეიმურაზ აფციაურის თანდასწრებით, განახორციელა რამდენიმე გასროლა ნიკოლოზ ნატროშვილის მიმართულებით. დაზარალებულ ნიკოლოზ ნატროშვილს სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანებები მიადგა, ხოლო ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

პაატა გოშაძეს ბრალად ედებოდა განზრახ მკვლელობის მცდელობა და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება. თეიმურაზ აფციაურს კი ბრალი დაედო განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის შეუტყობინებლობისათვის.

სასამართლოში საქმის არსებითად განხილვისას თეიმურაზ აფციაური სრულად დაეთანხმა წარდგენილ ბრალდებას, ხოლო პაატა გოშაძემ წარდგენილ ბრალდებაში თავი ნაწილობრივ სცნო დამნაშავედ. თუმცა შემთხვევის ადგილის დათვალიერებისა და საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმებით, ამოღებული მასრებით, ჩატარებული სამედიცინო, ბალისტიკური, ფიზიკო-ტექნიკური და ტრასოლოგიური ექსპერტიზების დასკვნებითა და სხდომებზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლომ ბრალდებულების მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა. პაატა გოშაძეს შთანთქმის პრინციპის თანახმად, საბოლოოდ, 13 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, ხოლო თეიმურაზ აფციაურს სასჯელის სახედ და ზომად 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.

აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე გაიმართა 8 სასამართლო სხდომა, დაიკითხა ბრალდების 9 მოწმე, მათ შორის, თავად ბრალდებულები.

სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის პალატაში ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის მეშვეობით", - ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42