ვინ არის ქალი, რომლის დნმ-ი ვაზაგაშვილის საფლავზე აღმოჩნდა - "ის გამოძიებამ უკვე დაკითხა"
სამართალი - 14:53, 17 Mar, 2015     7546

ვაზაგაშვილების ოჯახის ადვოკატის მერაბ ჩიქოვანის ინფორმაციით, ქალი, რომლის დნმ-ი ყარაფილაში მომხდარი აფეთქების ადგილზე იქნა აღმოჩენილი, უკვე დაკითხულია.

ამის შესახებ ჩიქოვანმა „ნიუპოსტთან“ საუბარში განაცხადა.

გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ადვოკატი ქალბატონის ვინაობას არ ამხელს.

„ეს ქალბატონი დაკითხულია უკვე გამოძიების მიერ. დაცვის მხარემ იცის ვინ ადამიანი. გამოძიება ყველა მიმართულებით მუშაობს. მოგეხსენებათ, რომ ძიება არ შეწყვეტილა, შესაბამისად სხვადასხვა სახის ოპერატიული სამუშაოები მიმდინარეობს. რაც შეეხება იმას, აქვს თუ არა ამ ქალბატონს მკვლელობასთან შემხებლობა, ამას გამოძიება დაადგენს. დაცვის მხარე იმედოვნებს, რომ ყველა კითხვას პასუხი მალე გაეცემა“, - განაცხადა ჩიქოვანმა.

კითხვაზე, ხომ არ ეკუთვნის შემთხვევის ადგილზე აღმოჩენილი დნმ-ი სასაფლაოს დამლაგებელს, ჩიქოვანი ამბობს: „ამ ინფორმაციას ვერც დაგიდასტურებ და ვერც უარყოფ“.

შეგახსენებთ, იური ვაზაგაშვილის გარდაცვალების საქმეზე უკვე დაკავებულია ყოფილი სამართალდამცველი გია სოსანაშვილი. მის წინააღმდეგ გამოძიება 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

იური ვაზაგაშვილის ყარაფილაში, შვილის საფლავზე 20 იანვარს მომხდარი აფეთქების შედეგად გარდაიცვალა.


ნინო დათაშვილი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42