გუშინ, სევასტოპოლში ყირიმის ე.წ. რეფერენდუმის წლისთავი აღნიშნეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ღონისძიებას 1500-მდე ადამიანი ესწრებოდა.
აქცია, რომელიც 17:50 საათზე დაიწყო და დაახლოებით 20 წუთი გაგრძელდა, პოლიტიკური ორგანიზაციებისა და ქალაქის ადგილობრივი ხელისუფლების მიერ იყო ორგანიზებული.
აქციის მონაწილეებს, რუსეთის ფედერაციის, პარტია „ერთიანი რუსეთის“, საზოგადოებრივი გაერთიანება „სრულიად რუსეთის სახალხო ფრონტის“ და სხვა ორგანიზაციების დროშები ეჭირათ ხელში.
ღონისძიებაზე, თავდაპირველად რუსეთის სახელმწიფო ჰიმნი გაჟღერდა, თუმცა მოულოდნელად შეწყდა და მის ნაცვლად „ ლეგენდარული სევასტოპოლი“ გაისმა.
აქციის მონაწილეებს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, მათ შორის სევასტოპოლის გუბერნატორმა, სერგეი მენიაილომ მიმართა, რომელმაც რუსეთის თავდაცვის მინისტრის სახელით, ხალხს „მშობლიურ პორტში დაბრუნება“ მიულოცა.
ადგილობრივი მმართველობა აქციის მონაწილეთა რაოდენობასთან დაკავშირებით განსხვავებულ ვერსიას ავრცელებს. გავრცელებული განცხადების მიხედვით, „რეფერენდუმის“ წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას არა 1500, არამედ 10 000 ადამიანი დაესწრო.
ხატია ლაღიძე
მასალის გამოყენების პირობები






