ისრაელში, დღეს საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს, რომელშიც მთავარი კონკურენტები, ისრაელის პრემიერ-მისნიტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს პარტია და ისააკ ჰერცოგის მემარცხენე-ცენტრისტული ალიანსი არიან.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ნეთანიაჰუმ საარჩევნო უბანზე საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა.
ანალიტიკოსების თქმით, ეს არჩევნები პრემიერ-მინისტრისადმი ნდობის გამოცხადების ერთგვარი რეფერენდუმია.
ნეთანიაჰუს ოპონენტი, პალესტინელებთან ურთიერთობის გაუმჯობესების ინიციატივით გამოდის. ბენიამინ ნეთანიაჰუ კი აცხადებს, რომ მეოთხე ვადით გამარჯვების შემთხვევაში, ის არ დაუშვებს პალესტინური სახელმწიფოს შექმნას. ისრაელის პრემიერ-მინისტრი ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით შეთანხების მიღწევასაც გამორიცხავს.
ისრაელში, საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 22:00 საათზე დაიხურება.
ხატია ლაღიძე








მასალის გამოყენების პირობები






