"ოცნება ეშმაკის იარაღია, როცა შენ ოცნებაში ხარ გავიწყდება იესო ქრისტეს სახელი"
რელიგია - 12:47, 17 Mar, 2015     5223
საიდან წარმოიშობა ადამიანში მეოცნებეობა, რა შედეგს ტოვებს ის პიროვნებაზე, ამის შესახებ ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი (თევდორაშვილი) ჟურნალ „თბილისელებთან“ საუბრობს:

„ერთ-ერთი საკმაოდ გავრცელებული ცოდვა, ეს არის ოცნება, მეოცნებეობა, ფანტაზია და ასე შემდეგ. რით უნდა უმკურნალოს ადამიანმა მეოცნებეობას? მართლმადიდებელი ადამიანისთვის შეუძლებელი არაფერია. თუ მისთვის ეს კარგია, მაშინ მას ღმერთი აუცილებლდ მოუმართავს ხელს. ადამიანი, რომელიც უძლურებაშია, ის მხოლოდ ოცნებობს და გარკვეული ცრუ იმდები აქვს. თუ რა არის ოცნება, ამის შესახებ გვასწავლის ეგნატე ბრიანჩანინოვი: ოცნება ეშმაკის ბრძოლოს ყველაზე მსუბუქი ფორმაა. ნახეთ, როგორ დაგვცინის ეშმაკი. ოცნება – ეს არის მისი ყველაზე მსუბუქი იარაღი, რითაც შეუძლია უძლური ადამიანი შეიპყროს. მეორე: დაკავშირებულია წარსულთან და მომავალთან. ჩვენი მდგომარეობაც ზუსტად ასეთია – ხან წარსულში ვართ გადავარდნილები, ხან მომავალში და აწყმოზე საერთოდ აღარ ვფიქრობთ. ანუ, ოცნება ებრძვის წარსულს, იქიდან იყენებს გარკვეულ მაგალითებს, რომ შენზე იმოქმედოს, შეგიყვანოს ოცნებაში, აწყმოზე არაფერს გეუბნება და გაოცნებებს, რომ მომავალში იქნება ასე, ან ისე. მესამე: კეთილ და ბოროტ საქმეებზე ოცნებისას ჩნდება სხვადასხვა აზრები. მოგეხსენებათ, რომ ზოგიერთი ადამიანი ოცნებობს კეთილ საქმეებზე, ზოგი – ბოროტზე. ანუ, ოცნება შეიძლება იყოს კეთილიც და ბოროტიც და ის იპყრობს ადამიანის გონებას, რათა წინააღმდეგობა გაეწიოს იესო ქრისტეს სახელის ხსენებას. ანუ როცა შენ ოცნებაში ხარ – წარსულში ან მომავალში, გავიწყდება იესო ქრისტეს სახელი, ოცნება პირდაპირ გაშორებს უფლის სახელის ხსენებასთან. ამიტომაც ხარ უძლურებაში, დაიმედებული. ღმერთმა იმედი არ მოგიშალოთ, მაგრამ კარგად დაიმახსოვრეთ, რომ იმედი სხვა რამეა, ხოლო ოცნება – სხვა. მინდა, შეგახსენოთ ანიმაციური ზღაპარი: გლეხისა და ერბოს შესახებ: გლეხი იპოვის ქილა ერბოს, წავა ოცნებაში: გაყიდის ერბოს, იყიდის წიწილებს, შემდეგ ხბოებს, რომლებიც გაიზრდებიან. შემდეგ კაცი ოცნებაში მოუქნევს სახრეს ხარს და გაუტყდება ქილა ერბო, რომლის იმედზეც იყო. ამიტომაც ფრთხილად უნდა ვიყოთ, რომ ჩვენც ასე არ დაგვემართოს. ჯერ ოცნებაში ვარდებიან სასულიერო პირები, შემდეგ საერო ხალხი. ანუ, მეოცნებობაც, ჩვენიდან, სასულიერო პირებიდან იწყება, რომელიც ნაყოფია ამპარტავნების და შემდეგ ეს აირეკლება ერშიც. რადგან ნათქვამია: რაც ბერია, ის ერიაო.

ეგნატე ბრიანჩანინოვის სიტყვებს დავისესხებ: ამპარტავნება ნერვებს აღაგზნებს, სისხლს ადუღებს და ოცნებებს აღძრავს. ხელს უწყობს დაცემილი ცხოვრების განახლებას. დააკვირდით აღგზნებულ ადამიანებს, რომლებიც ბევრს ყვირიან, გვეჩხუბებიან, გვლანძღავენ, გვიმტკიცებენ, რომ ბედნიერები ვართ და ამით სხვა ადამიანებშიც აღძრავენ ოცნებებს და ტყუილ, ფუჭ იმედებს. რაც შეეხება მეოცნებეობის წამალს: სიმდაბლე – ნერვებს ამშვიდებს, სისხლის მოძრაობას აცხრობს, აღვირს ასხამს ოცნებებს, დაცემულ ცხოვრებას მოაკვდინებს და ქრისტეს მიერ ცხონებას განაახლებს. და ბოლოს, გამოსავალი არის ლოცვაში და როგორ ლოცვაში, ამის შესახებ ისევ ამ დიდი მამის სწავლებას მოვიყვან, რომელიც 4 მუხლისგან შედგება. 1. თუ გინდა, ოცნებაში არ ჩავარდე, თქვი სიტყვები: მადლობა ღმერთს ყველაფრისთვის. ეს სიტყვები მოგეხსენებათ, რომ ეკუთვნის იოანე ოქროპირს, რომელიც კონსტანტინეპოლის პატრიარქი იყო და ორჯერ, სამჯერ გააძევეს, მაგრამ ის ოცნებაში არ ჩავარდნილა, არ მიკედლებია არც იმპერატორს, არც რომელიმე დიდ ოლიგარქს, ამბობდა: მადლობა, ღმერთო, ყველაფრისთვის. 2. ღმერთო, შენს წმიდა ნებას ვავედრებ ჩემს თავს, იყავ ნება შენი. ესე იგი, თუ გინდათ, თქვენში ღვთის ნება აღსრულდეს თქვით: იყავ ნება შენი, მე თანახმა ვარ, რომ ჩემზე შენი ნება აღსრულდეს. თუ როგორია ნება ღვთისა ამას უფალი დაგანახვებთ. ყველაზე საინტერესოა მესამე: უფალო, მადლობა ყველაფრისთვის, რის მოვლინებასაც ინებებ ჩემთვის. ანუ, თუ რამის მოვლინებას კიდევ ინებებ ჩემთვის, წინასწარ ამაზეც გიხდი მადლობას – ნახეთ, რა ღრმა სულიერი ლოცვაა. მეოთხე: სამართლად ღირსი, რომელი ვიქნები – მომეგების, მომიხსენე, ოდეს მოხვიდე სუფევითა შენითა. ანუ, მე მზად ვარ, როდესაც შენ მოხვალ, როგორც ის ავაზაკი, გევედრები: არ ვიქნები ოცნებაში, არ ვიქნები ამპარტავნებაში, ხიბლში, ცოდვაში და რა მდგომარეობაშიც ვარ, დიდება შენ, მადლობა შენ. რასაც დაუშვებ მომავალში ჩემზე, ამისთვისაც დიდი მადლობა და როდესაც მოხვალ სუფევითა შენითა, მომიხსენიე სასუფეველში.“- აცხადებს დეკანოზი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42