ჰოლანდიაში მცხოვრები ჩეჩენი ქალი, რადიკალური ისლამისტური დაჯგუფება, „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში გაწევრიანებაშია ეჭვმიტანილი.
ნიდერლანდების პოლიციის განცხადებით, ჩეჩენმა ქალმა, ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად ქვეყნის დატოვება და სირიაში ჩასვლა, ყალბი პასპორტებით მოახერხა.
აღნიშნულთან დაკავშირებით, სამართალდამცავებს ქალის ყოფილმა მეუღლემ აცნობა.
ჩეჩენი ქალი ვინაობა არ ხმაურდება. გავრცელებული ინფორმაციით, ის ქალაქ მაასტრიხტში შვილებთან ერთად ცხოვრობდა და ოქტომბრის შემდეგ იქ არავის უნახავს.
გამოძიების მიხედვით, იანვარში ის დედას დაუკავშირდა და უთხრა, რომ შვილებთან ერთად სირიის ქალაქ რაქაში იმყოფებოდა, რომელსაც „ისლამური სახელმწიფო“ აკონტროლებს.
ნიდერლანდების საგამოძიებო ორგანომ საქმე გატაცების მუხლით აღძრა და ჩეჩენ ქალზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა.
ხატია ლაღიძე
მასალის გამოყენების პირობები






