პოლონეთის პრეზიდენტი, ბრონისლავ კომოროვსკი, მოსკოვში, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომის დასრულების 70-ე წლისთავთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე დასწრებას არ აპირებს. მოწვევაზე უარის თქმის მიზეზად, უკრაინაში რუსეთის აგრესია სახელდება.
„იმ ვითარებაში, როცა უკრაინაში ომი მიმდინარეობს და მშიდობიანი მოსახლეობა იღუპება, პოლონეთის პრეზიდენტი გამარჯვების აღლუმს ვერ დაესწრება“ - განაცხადა კომოროვსკიმ.
შეგახსენებთ, რუსეთის მიერ უკრაინაში განხორციელებული აგრესიის გამო, მოსკოვში ჩასვლაზე უარი ევროსაბჭოს პრეზიდენტმა, დოლად ტუსკმა, გერმანიის კანცლერმა - ანგელა მერკელმა, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, დევიდ კემერონმა, ლატვიისა და ლიტვის პრეზიდენტებმაც განაცხადეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ამ დროისთვის ღონისძიებაზე დასწრების თანხმობა ბელორუსის პრეზიდენტმა, ალექსანდ ლუკაშენკომ და ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა განაცხადეს.
ხატია ლაღიძე
მასალის გამოყენების პირობები






