პუტინმა ყირიმის ანექსიის ფაქტი აღიარა - ჯენ პსაკი
მსოფლიო - 10:31, 17 Mar, 2015     1335

პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა აღიარა, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალები ყირიმის ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ და აგრესიული ქმედებებისთვისაც მზად იყვნენ.

ამის შესახებ, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის პრესსპიკერმა, ჯენ პსაკიმ ფილმის - „ყირიმი. გზა სამშობლოსკენ“ კომენტირებისას განაცხადა.

„ერთი წლის წინ, პუტინმა მსოფლიოს განუცხადა, რომ ყირიმის კონფლიქტში რუსეთის შეიარაღებული ძალები არ მოქმედებდნენ. ახლა ეს ფაქტი აღიარა და ყველაფერში გამოტყდა. რუსული ჯარები ყირიმის კონფლიქტში ჩაერივნენ. ეს, თავად პუტინის სიტყვებია. მე ნამდვილად მჯერა, რომ ისინი უფრო მეტი აგრესიული ქმედებებისთვისაც მზად იყვნენ“ - განაცხადა პრესსპიკერმა.

მისივე თქმით, სანამ ყირიმის ნახევარკუნძული უკრაინას არ დაუბრუნდება, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები გაგრძელდება.

პსაკის განცხადებით, რუსეთმა ყირიმის ანექსიის შემდეგ, თავისი ქმედების გასამართლებლად ნახევარკუნძლზე უკანონო რეფერენდუმი ჩაატარა, რითაც უკრაინის კანონმდებლობა და სუვერენიტეტი დაარღვია.

ჯენ პსაკი აღნიშნავს, რომ ყირიმის საკითხთან დაკავშირებით აშშ-ის მტკიცე პოზიცია გააჩნია, არ ცნობს ყირიმის უკანონო ანექსიას და მხარს უჭერს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას .


ხატია ლაღიძე





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42