"შვილის თვალწინ ავტობუსმა გადაუარა" - ქართველი ქალის ტრაგიკული გარდაცვალება იტალიაში
სამართალი - 11:00, 17 Mar, 2015     7428

იტალიაში მომხდარი ავარიის შესახებ, რომელსაც ქართველი ქალბატონი ემსხვერპლა, ახალი დეტალები ხდება ცნობილი.

სოციალურ ქსელში შოთო სიხარულიძე ტრაგედიის შესახებ წერს. მისი ინფორმაციით, შემთხვევას გარდაცვლილის შვილი შეესწრო, რომელსაც ფსიქოლოგიური შოკი აქვს მიღებული.

"...საშინელი ტრაგედია დატიალდა გუშინ საღამოს იტალიის ქალაქ ბარში.

ავტოავარიის შედეგად გარდაიცვალა 44 წლის კიდევ ერთი ქართველი ქალბატონი ნონა ზარიძე. მართალია, ყოველი სიკვდილის ფაქტი მძიმე და თავისთავად ტრაგიკულია, მაგრამ როცა შვილისა და მეგობრის თვალწინ შემთხვევით ფეხის მოცურებისაგან ქუჩის მოსახვევში წაქცეულ ქალს მთელი სიჩქარით მომავალი ავტობუსი რომ გადაუვლის თავზე… დედის ტრაგიკულ დაღუპვას შვილი შეესწრო …პირველი სასწრაფო დახმარების მანქანით აწ გარდაცვლილი ნონა ზარიძე გადაიყვანეს საავადმყოფოში, მაგრამ ვეღარ შეძლეს გადაერჩინათ, მეორე სასწრაფო დახმარების მანქანით მძღოლი გააქანეს საავადმყოფოში… ისიც ცუდად გახდა. მესამე სასწრაფო დახმარების მანქანით კიდე გარდაცვლილის 22 წლის ქალიშვილი და მისი მეგობარი წაიყვანეს საავადმყოფოში.. ფსიქოლოგიური შოკი“, - წერს სიხარულიძე.

შეგახსენებთ, ავარიას იტალიაში ქართველი ქალბატონის სიცოცხლე ემსხვერპლა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42