ჯერ-ჯერობით უცნობია რა რაოდენობის თანხაა გატაცებული, ერთ-ერთი ვერსიით საუაბრია, 15 ათასი ლარზე, ქალაბტონი ზუგდიდის რესპუბლიკურ სავადმყოფოში გადაიყვანეს, პირველადი დახმარების შემდეგ, სუნთქვის უკმარისობით პირველადი რეანიმაციის განყოფილებაში მოთავსებული და სუნთქვის აპარატზე იმყოფება. ექიმები მის მდგომარეობას მძიმედ აფასებენ.
შემთხვევიდან ცოტა ხნის შემდეგ, პოლიციაში შევიდა შეტყობინება დევნილთა ერთ-ერთ ჩასახლებიდან, სადაც მოსახლოებამ დიდი სიჩქარით მოძრავი ავტომანქანა შენიშნა, საიდანაც გადმოვიდნენ მამაკაცები, რომელთაგანაც ერთ-ერთს ხელი ჰქონდა შეხვეული. დევნილებს ეს ფაქტი საეჭვოდ ეჩვენათ და ეს ფაქტი პოლიციას შეატყობინეს. ადგილზე მისულ ძალოვანი უწყების წარმოამდგენლებს დახვდათ დაზარალებბული ქალბატონის კუთვნილი ავტომობილი. ადგილზე მუშაობენ ექსპერტ კრიმინალისტები. პოლიციას ჯერ-ჯერობით ეჭვმიტანილი არ ჰაყვს, მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლით.
მასალის გამოყენების პირობები






