გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ გერმანია და მისი მოკავშირეები არ მოისვენებენ, სანამ ყირიმი უკრაინას არ დაუბრუნდება.
„დღეს, ყველას უნდა გვახსოვდეს ყირიმის უკანონო ანექსია. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამ ქმედებამ ევროპის ომის შემდგომ წერსიგს საფრთხე შეუქმნა. ჩვენ არ მოვისვენებთ, სანამ უკრაინის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა სრულად არ აღდგება“ - განაცხადა მერკელმა პეტრო პოროშენკოსთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.
მერკელის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუკი რუსეთმა მინსკის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევა განაგრძო, ახალი სანქციების დაწესების საკითხს, ივნისსში განიხილავენ.
თავის მხრივ , პეტრო პოროშენკომ მერკელს გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, მინსკის ხელშეკრულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, იმედოვნებს, რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციები გაგრძელდება და გამკაცრდება.
შეგახსენებთ, დღეს, ბერლინში პოროშენკო ანგელა მერკელს შეხვდა. მედიისთვის დახურული შეხვედრა საათზე მეტხანს გაგრძელდა.
ხატია ლაღიძე
მასალის გამოყენების პირობები






