რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, მოსკოვი მზად არის დონბასში სამშვიდობოების გაგზავნის საკითხი განიხილოს, თუკი კონფლიქტში მონაწილე ორივე მხარე ამ საკითხით დაინტერესდება.
ლავროვმა აღნიშნა, რომ მინსკის შეთანხმების მიხედვით, კონფლიქტის დარეგულირების ერთადერთი მთავარი როლი ეუთო-ს მისიასა და საკონტაქტო ჯგუფს ეკისრება. მისივე თქმით, საკითხი ამ ჭრილში არ განხილულა, მიუხეადავად იმისა, რომ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი საკითხის ამ კუთხით განხილვას ამტკიცებს.
„მისნკის მოლაპარაკებებზე, რა თქმა უნდა უშიშროების საბჭოს ყველა წევრი არ იყო, თუმცა რუსეთმა საფრანგეთთან და გერმაინასთან ერთად რეზოლუცია წარადგინა, რომელიც უშიშროების საბჭომ ერთხმად მიიღო. ამიტომ, იმის თქმა, რომ მინსკში არ იყო ყველა, ვისაც სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობის გადაწყვეტილება უნდა მიეღო, მთლად კორექტულიც არ არის“ - განაცხადა სერგეი ლავროვმა.
ხატია ლაღიძე
მასალის გამოყენების პირობები






