ძოწენიძის და ხვადაგიანის განცხადებით მათ გამომძიებლის ყველა კითხვას უპასუხეს.
ამირან ხვადაგიანის განმარტებით, საკრებულოს ერთ-ერთი დეპუტატის მამუკა მღვდელაძის სამარცხვინო ინტერვიუ, სადაც ამბობდა, რომ ცემის ფაქტს ჰქონდა ადგილი, დადგინდა, რომ არის სიცრუე. ხვადაგიანის თქმით, სწორედ მამუკა მღვდელაძის განცხადების საფუძველზე დაიწყო პოლიციამ მოკვლევა და ამის გამო დაიბარეს ისინი დაკითხვაზე.
შეგახსენებთ, რომ ქუთაისის საკრებულოს ერთ-ერთმა დეპუტატმა მამუკა მღვდელაძემ გუშინ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ვიცე-მერმა ამირან ძოწენიძემ, ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის ოთახში, ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროს თენგიზ თოფურიძეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
მღვდელაძის ინფორმაციით, თენგიზ თოფურიძეზე ზეწოლა ხორციელდება, რადგან იგი ბოლო პერიოდში ადგილობრივ თვითმმართველობას დაუპირისპირდა. აღნიშნული ფაქტი ჟურნალისტებთან დაადასტურა თავად თენგიზ თოფურიძემ
მასალის გამოყენების პირობები






