BBC-ის სამოგზაურო რუბრიკა სვანეთის შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს. ჟურნალისტები: ოდრი სკოტი და დენიელ ნოლი სვანეთში მოგზაურობას აღწერენ.
„სვანეთი კავკასიის მთებში მდებარე უნიკალური და ბევრისთვის უცნობი კუთხეა, რომელიც უმაღლესი მწვერვალების სამშობლოა, ათასწლოვანი თავდაცვითი კოშკებით და ძირძველი,ძლიერი მოსახლეობით - სვანებით. მრავალი საუკუნეა სვანები საქართველოს შორეულ ჩრდილო-დასავლეთ რეგიონში ცხოვრობენ. ისინი სათუთად უფრთხილდებიან და ინარჩუნებენ უძველებს ტრადიციებს, ცხოვრების სტილს და ენას” - ნათქვამია სტატიაში.
ჟურნალისტები, სახიფათო უღელტეხილებსა და სვანეთში მისავლელ გზებზე, ასევე ადგილობრივი მოსახლეობის წინაშე მდგარ გამოწვებზეც წერენ.
განსაკუთრებული ყურადღება სვანურ კოშკს ეთმობა.
„სვანური კოშკი, ყველაზე აღიარებული ხატია, როგორც სიმბოლო დამპყრობლებთან წინააღმდეგ ბრძოლაში, რომელიც ადგილობრივ სიამაყეს წარმოადგენს. რეგიონის მასშტაბით, როგორც დასახლებულ, ასევე მიტოვებულ სოფლებში უამრავ კოშკშ იხილავთ, რომელთა უმრავლესობას მე-9, მე-13 საუკუნეშია აგებული. თუმცა დადგენილია, რომ უძველ;ესი სვანური კოშკი ჯერ კიდევ ქრისტესშბამდე 1 საუკუნით თარიღდება“- წერს ჟურნალისტი და დასძენს, რომ სვანები კოშებს, ბიზანტიელი და რუსი დამპყრობლებისგან თავის დასაცავდ, ასევე შიდა მტრობის დროს იყენებდნენ. „იმ შემთხვევაში, თუკი ერთი გვარის წარმომადგენლი მეორე გვარის ოჯახს ან პიროვნებას შეუარაცხყოფას მიაყენებდა, ბრძოლა ღირსების აღსადგენად და სისხლის ასაღებად იწყებოდა. ამ დროს კი, ბავშვებს, ქალებსა და მოხუცებს კოშკის პირველ სრთულზე მალავდნენ, მამაკაცები კი კოშკის ბოლო სართულზე ადიოდნენ და ფანჯრებიდან მოწინააღმდეგეს ესროდნენ“ - ნათქვამია სტატიაში.
ჟურნალისტები სვანურ ენაზე, ლეგენდარულ კუბდარზე, მიტოვებულ სოფლებზე, შხარასა და უშგულში ვიზიტზეც წერენ.
მათი თქმით, არსებობს სვანური კულტურის ორი მხარე: ერთი - ძალიან მტკიცე და მყარი, ხოლო მეორე - ძალიან სტუმართმოყვარე.
„უღელტეხილის გადაკვეთისას, სვანური ოჯახის ნაწილი ხდები, სადაც თავშესაფარსა და საკვებს, უანგაროდ გიზიარებენ" - აღნიშნავენ ჟურნალისტები.
ხატია ლაღიძე
მასალის გამოყენების პირობები






