ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ფედერიკა მოგერინი, უკრაინის საკითხთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ უკრაინის სუვერენიტეტისა და ერთიანობის დაცვასთან დაკავშირებით, ევროკავშირი მყარ პოზიციას ინარჩუნებს.
მოგერინის განცხადებით, ევროკავშირი არ აღიარებს და კვლავაც გმობს საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევას. მისი თქმით, რუსეთის მიერ ყირიმისა და სევასტოპოლის უკანონო ანექსია, საერთაშორისო უსაფრთხოებისთვის პირდაპირი გამოწვევაა, რაც სხვა სახელმწიფოების სუვერენიტეტების დაცვას სერიოზულ საფრთხეს უქმნის.
ევროკომისრის თქმით, ევროკავშირი არაღიარების პოლიტიკის ერთგული რჩება და აღმოსავლეთ უკრაინაში სამხედრო მილიტარიზაციისა და ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ მდგომარეობის გაუარესებისა და სიტყვის თავისუფლების შევიწროების გამო, კიდევ ერთხელ გამოხატავს ღრმა შეშფოთებას.
ფედერიკა მოგერინი კიდევ ერთხელ მოუწოდებს რუსეთს, კონფლიქტის ზონაში საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლების შეუფერხებელ მუშაობას შეუწყოს ხელი.
ხატია ლაღიძე
მასალის გამოყენების პირობები






