თბილისის საქალაქო სასამართლომ 2 ტონა და 790 კგ თხევადი ჰეროინის გადატანისთვის ბრალდებული პირები პატიმრობიდან გაათავისუფლა.
გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გამოცხადდა. მოსამართლემ საქართველოს ერთი და თურქეთის ერთი მოქალაქე უდანაშაულოდ სცნო.
შეგახსენებთ, რამდენიმე თვის წინ შინაგან საქმეთა სამინისტროს და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძებო ღონისძიების შედეგად საერთაშორისო ნარკოტრეფიკის ფაქტი გამოავლინეს. აღნიშნულ ფაქტზე დაკავებულია საქართველოს ორი მოქალაქე.
სამართალდამცველებმა სატვირთო ავტომობილის ჩხრეკისას დაახლოებით 2 ტონა და 790 კილოგრამი თხევადი ჰეროინი აღამოაჩინეს.
ამ საქმეში თავდაპირველად სამი ბრალდებული იყო დაკავებული, ერთ-ერთ ბრალდებულს, მძღოლს გურამ ცეცხლაძე ბრალდება პროპკურატურამ მოუხსნა და დევნა შეწყვიტა.
მასალის გამოყენების პირობები






