ჟურნალისტი და ტელეწამყვანი, ქსენია სობჩაკი აცხადებს, რომ ცნობები მისი ემიგრაციაში წასვლის შესახებ გადაჭარბებულია. ამის შესახებ ჟურნალისტი „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე წერს.
„მეგობრები, ჩემს ემიგრაზიაცე საუბარი, ცოტათი გაზვიადებულია. ვახშამი L'Officiel -სთვის მართლად გავმართე, სადაც გულთფილი ატმოსფერო და კარგი ღვინო იყო“- წერს სობჩაკი.
შეგახსენებთ, დღეს დილით გამოცემა „კომერსანტმა“ ინფორმაცია გაავრცელა, რომ ქსენია სობჩაკი ორშაბათს რუსეთის დატოვებას აპირებს. ამის შესახებ, მან გუშინ, ჟურნალ L`Officiel-ის ახალი ნომრის გამოცემასთან დაკავშირებით გამართულ ვახშამზე განაცხადა, სადაც მეუღლესა და დაცვის ორ წევრთან ერთად მივიდა.
სავარაუდოდ, სობჩაკის გადაწყვეტილება, „დასახვრეტთა სიას“ უკავშირდება. შეგახსენებთ, ბორის ნემცოვის მკვლელობის შემდეგ, რუსულ მედიაში „დასახვრეტთა სია“ გამოქვეყნდა, რომელშიც ქსენია სობჩაკის სახელიც ფიგურირებს. გარდა ამისა, მას რამდენჯერმე დაემუქრნენ კიდეც.
ჟურნალისტის ახლო მეგობრის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება სობჩაკმა სპეცსამსახურის წარმომადგენლების რეკომენდაციით მიიღო.
ქსენია სობჩაკის ოფიციალერმა ვებგვერდმა, ჟურნალისტის მიერ ქვეყნის დატოვების ფაქტი დაადასტურა. მისი ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაცია უცნობია.
ხატია ლაღიძე
მასალის გამოყენების პირობები






