მოსამართლე არაობიექტური აღმოჩნდა - პროკურატურა ჩაჩუას განაჩენს გაასაჩივრებს
სამართალი - 13:35, 16 Mar, 2015     1576

პროკურატურა ლევან ჩაჩუას მიმართ გამოტანილ გამამართლებელ განაჩენს სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს. ამის შესახებ ჟრნალისტებს პროკურორმა რევაზ ნადოიმ განუცხადა.

ნადოითვის დღევანდელი გადაწყვეტილება მოულოდნელი აღმოჩნდა, -"ბუნებაში არ არსებობს მოტივაცია, რომელიც გაამართლებს მოსამართლის დღევანდელ გადაწყვეტილებას. მისივე თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილება მისთვის მოულოდნელი იყო".

"არსებობს სასამართლოს ზემდგომი ინსტანციები, სადაც ბევრი მეტი გამოცდილების მოსამართლე საქმიანობს. აუცილებლად შევეცდებით ჩვენი პოზიციის მართებულება დავამტკიცოთ ზედა ინსტანციაში. არ არსებობს მოტივაცია, რომელიც გაამართლებს სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას, შესაბამისად, ჩვენ ამ გადაწყვეტილებას აუცილებლად გავასაჩივრებთ.

მოსამართლე მგელიაშვილი არ აღმოჩნდა ნეიტრალური და ობიექტური პირი, რომელიც შეამოწმებდა იმ მტკიცებულებებს რაც წარვადგინეთ სასამართლოში. მას რომ ოებიქტურად შეემოწმებინა მტკიცებულებები, დარწმუნდებოდა ჩაჩუას ბრალეულობაში. მგელიაშვილმა არ გაითვალისწინა და არ გაიზიარა დაზარალებულთა, მოწმეთა, ნეიროქირურგების, ექსპერტების ჩვენებები, ასევე საექსპერტო კვლევები და ჩვენს მიერ წარმოდგენილი ვიდეომასალები. მან არ გაიზირია ამავე საქმეზე მეტი გამოცდილების და მეტი კვალიფიციურობის მქონე მოსამართლეთა მოსაზრებები", - განაცხადა ნადოიმ.

ასევე გაუგებარი აღმოჩნდა ნადოისთვის ჰაკიმ ფაშას სახელით წარმოდგენილი ვიდეომასალასთან დაკავშირებით, სასამართლოს განმარტება.

აზი გაუსვა ჰაკიმ ფაშას. ეს ვიდეომასალა არც გამოგვიყენებია როგორც ერთ-ერთი მტკიცებულება. ჩვენ გვქონდა ძირითადი ვიდეომასალა და სწორედ ამ ვიდეომასალას დავეყრდენით. რა შუაში იყო ხაზის გასმა ჰაკიმ ფაშასთან დაკავშირებით, ეს ჩემთვის ნამდვილად გაუგებარი იყო", - განაცხადა რევაზ ნადოიმ.

ცოტა ხნის წინ ექსპერტ ლევან ჩაჩუას მიმართ ზურაბ ჟვანიას საქმეში მოსამართლემ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42