ყაზახეთის პრეზიდენტის, ნუსულთან ნაზაერბაევის პრესსამსახურის განცხადებით, რუსეთის, ყაზახეთისა და ბელორუსიის პრეზიდენტები ერთმანეთს 20 მარტს, ასტანაში შეხვდებიან.
„შეხვედრა 20 მარტს გაიმართება. მხარეებმა მასში მონაწილეობის მიღება უკვე დაადასტურეს. რაც შეეხება შეხვედრის გადადებას, პრეზიდენტების გადატვირთული გრაფიკის გამო გადაიდო“ - განაცხადა ნაზარბაევის პრესსპიკერმა.
შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი, ბელორუსიის პრეზიდენტი, ალექსანდრ ლუკაშენკო და ყაზახეთის პრეზიდენტი, ნუსულთან ნაზაერბაევი, ერთმანეთს 13 მარტს ასტანაში უნდა შეხვედროდნენ.
შეხვედრა, დაუდგენელი მიზეზების გამო ჩაიშალა.
კრემლს, აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება არ გაუკეთებია. სწორედ, ამ ჩაშლილი შეხვედრის შემდეგ ალაპარაკდა რუსული მედია პუტინის ავადმყოფობაზე.
ხატია ლაღიძე
მასალის გამოყენების პირობები






