ამერიკელი „რესპუბლიკელი“ სენატორი, შეიარაღებული ძალების კომიტეტის თავმჯდომარე, ჯონ მაკკეინი აცხადებს, რომ უკრაინისთვის იარაღის არგადაცემა, პირადად პრეზიდენტ ობამას სირცხვილია.
მისი თქმით, უკრაინელ ხალხისთვის უსაფრთხოებისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად, თავდაცვითი იარაღით მომარაგება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
სენატორის თქმით, იმ ვითარებაში, როცა ევროპის ლიდერებს უკრაინის იარაღით მომარაგებასთან დაკავშირებით ერთიანი პოზიცია არ გააჩნიათ, ამერიკამ მათ მაგალითი უნდა მისცეს და ამ ქმედებით პუტინს გააგებინოს, თუ ვინ არის ის.
„პუტინს უნდა ესმოდეს, თუ ვინ არის იგი. ის ძველი КГБ-ს აპარატის წარმომადგენელია, რომელსაც რუსული იმპერიის აღდგენა სურს და ამას უკრაინიდან იწყებს“ - განაცხადა მაკკეინმა.
მაკკეინის თქმით, დრო ცოტაა და აშშ-ის პრეზიდენტმა უკრაინის შეიარაღებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება, უახლოეს მომავალში უნდა მიიღოს.
ხატია ლაღიძე
მასალის გამოყენების პირობები






