რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი დღეს ყირგიზეთის პრეზიდენტს, ალმაზბეკ ატამბაევს შეხვდება. დღევანდელი შეხვედრის შესახებ, კრემლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ყირგიზეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაშიც ადასტურებენ. გავრცელებული ინფორმაციით, ატამბაევი უკვე რუსეთში იმყოფება. შეხვედრა, სანკტ-პეტერბურგში გამართება. პრეზიდნტები რუსეთ-ყირგიზეთს შორის ვაჭრობის, ინვესტიციების, კულტურისა და ჰუმანიტარულ სფეროებში, ასევე ენერგეტიკის სექტორში ურთიერთობის გაღრმავებაზე იმსჯელებენ. საუბარი, ყირგიზეთის ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებაზეც იქნება.
ჯერჯერობით უცნობია, დაესწრებიან თუ არა შეხვედრას მედიის წარმომადგენლები.
შეგახსენებთ, 5 მარტის შემდეგ ვლადიმერ პუტინი მედიის წინაშე არ გამოჩენილა. რუსეთის პრეზიდენტთან დაკავშირებით სხვადასხვა ცნობები ვრცელდება, ვერსიების მიხედვით პუტინის რამდენიმედღიანი გაუჩინარება მის ავადმყოფობას ან შესაძლო გარდაცვალებას უკავშირდება. ერთერთი ვერსიის მიხედვით, მას შვეიცარიის ერთერთ კლინიკაში, სპორტსმენმა ალინა კაბაევამ ვაჟი გაუჩინა და პუტინი შვეიცარიაში იმყოფება.
კრემლი გავრცელებულ ვერსიებს უარყოფს და აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტი დახურულ შეხვედრებს სისტემატიურად მართავს.
ხატია ლაღიძე
მასალის გამოყენების პირობები






