რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ თუკი ყირიმში მოვლენები „უარყოფითად განვითარდებოდა,“ მოსკოვი ნებისმიერი ქმედებისთვის, მათ შორის ბირთვული იარაღის გამოყენებისთვის მზად იყო.
ამის შესახებ მან, უკრაინის მოვლენებთან დაკავშირებით გადაღებულ დოკუმენტურ ფილმში - „ყირიმი. გზა სამშბლოსკენ“ ისაუბრა. მისი თქმით, მშიდობიანი მოსახლეობის დასაცავად, მას სხვა არჩევნი არ ექნებოდა.
პუტინმა აღნიშნა, დასავლელ პარტნიორებთან საუბრისას, იმის გარანტიას ვერ ხედავდა , რომ ისინი უკრაინის მოვლენებში სამხედრო გზით არ ჩაერთვებოდნენ და რისკი არის ახლაც.
„დასავლელი პარტნიორები ათასობით კლომეტრის მოშორებით არიან. ჩვენ კი აქ ვართ, ეს ჩვენი მიწაა. მე მათ პირდაპირ ვითხარი, რომ ეს ჩვენი ისტორიული ტერიტორიაა, სადაც რუსები ცხოვრობენ და მათ დასაცავად ყველაფერს გავაკეთებდი“ - განაცხადა პუტინმა.
პუტინის თქმით, მოვლენების გამეორების შემთხვევაში, ზუსტად ისევე მოიქცეოდა, როგორც 2014 წელს.
„არასოდეს ვაკეთებ იმას, რაც არასწორად მიმაჩნია. ყირიმში, მოსახლეობის დასაცავად ბირთვული ძალის გამოყენებისთვისაც მზად ვიყავით“ - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.
ხატია ლაღიძე
მასალის გამოყენების პირობები






