"გავიქეცი, მაგრამ ვერ გადავეფარე ჩემს შვილებს" - თელავში მომხდარი ტრაგედიის დეტალები
სამართალი - 09:59, 16 Mar, 2015     14774

10 მარტს დღისით თელავში, საკუთარი სახლის წინ, ძმებ ბოჭორიშვილებს 24 წლის ინსპექტორ-გამომძიებელმა გიორგი იორამიშვილმა ტაბელური იარაღით რამდენჯერმე ესროლა. 31 წლის ანდრო დაიღუპა, ხოლო მისი ძმა ირაკლი დღემდე საავადმყოფოშია. ძმებისთვის ნასროლი კიდევ ერთი ტყვია ქუჩაში შემთხვევით გამვლელ მოხუცს, თამაზ შინგაზრდილაშვილს მოხვდა - ის ფეხში დაიჭრა. დამნაშავე შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, თუმცა, მოგვიანებით, პოლიციას თავად ჩაბარდა. მას 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

„კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში მკვლელობის დეტალებს ბოჭორიშვილების მამა იხსენებს, რომელიც ტრაგედიას თავად შეესწრო.

"ტაქსიზე ვმუშაობ. იმწუთას მოვედი შინ, მანქანიდან გადმოვედი

და დავინახე, როგორ ამოიღო საქამრიდან მკვლელმა იარაღი, გავიქეცი, მაგრამ ვერ გადავეფარე ჩემს შვილებს.

ჩემს ანდროს პირდაპირ გულში დაახალა ტყვია, ირაკლის მუცელში აქვს ჭრილობა. ვყვიროდი, დახმარებას ვითხოვდი. მერე მანქანაში ჩავსვი ჩემი ანდრო, რას ვიფიქრებდი, ცოცხალი აღარ იყო.

ირაკლი გადარჩა. მკვლელს არ ვიცნობდი, ის არ იყო ჩემი შვილების მეგობარი. ერთ სახლში სამი ოჯახი ვცხოვრობთ, ანდრო თავისი ოჯახით, ირაკლის მეუღლე და ორი შვილი. პატარა 5 თვის ჰყავს. ჯერ ისიც არ ვიცი, ჩემი ირაკლი როგორ იქნება. ასეთი ქვეყანა არ მინდა, სადაც პოლიციელები ხოცავენ ახალგაზრ­დებს. ახლა თურმე მკვლელი ცდილობს თავის დაცვას. ჩემი შვილები კონფლიქტურები არ იყვნენ. ის პოლიციელი ბიულეტენზე ყოფილა, თუ არ მუშაობდა იარაღი რატომ ჰქონდა“, - ამბობს ბოჭორიშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42