თბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგი უგულავასათვის ბრალის დამძიმების გამო აღკვეთის ზომის შეფარდების. შესახებ სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. სხდომა პროტესტის ნიშნად თავად გიგი უგულავამ და ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმა დატოვეს.
გიგი უგულავამ დარბაზის დატოვებამდე მოსამართლე გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ეს პოლიტიკური დაკვეთაა, რომლის შესახებ ბრძანება თავად ბიძინა ივანიშვილმა გასცა.
„საქართველოს კონსტიტუციაში სწერია, რომ ბრალდებული არ შეიძლება 9 თვეზე მეტ ხანს იყოს წინასწარ პატიმრობაში. გიორგი უგულავა არის ბრალდებული და შესაბამისად გიორგი უგულავა არ შეიძლება 9 თვეზე მეტხან იყოს წინასწარ პატიმრობაში. თქვენ არამარტო კონსტიტუციას აუპატიურებთ და ძალადობთ კონსტიტუციაზე, თქვენ არისტოტელედან მოყოლებული ყველა ფილოსოფოსსა და მოაზროვნეზე ძალადობთ აქ. დღეს არის მოტყუებული ქვეყანა და გადაგდებული ხალხი, ოქროს მთების ნაცვლად კი მივიღეთ ცისფერი მთები. მინდა ვთხოვო ყველას, ვინც დადის ჩემს პროცესებზე აღარ იარონ, რადგან მე აღარ ვაპირებ არცერთ პროცესზე მოსვლას. მიზეზი მარტივია- საქართველოს სასმართლო არის ჩმორების ადგილი,"- აცხადებს გიგი უგულავა.
მასალის გამოყენების პირობები






