სამთო-სამაშველო წვრთნები დასრულდა
სამართალი - 11:57, 15 Mar, 2015     920

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსა და შვეიცარიის განვითარების ფონდის ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში 8-15 მარტს დაგეგმილი სამთო-სამაშველო ტრენინგი და გუდაური-ყაზბეგის მონაკვეთზე ჩატარებული საველე წვრთნები წარმატებით დასრულდა.

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სამმართველოს, აგრეთვე, დაბა სტეფანწმინდაში დისლოცირებული I სამთო-სამაშველო ქვეგანყოფილების და დაბა მესტიაში დისლოცირებული II სამთო-სამაშველო ქვეგანყოფილების თანამშრომლებმა შვეიცარიელ კოლეგებთან ერთად, გუდაურში ერთობლივი სიმულაციური ღონისძიება ჩაატარეს, რომელიც წინასწარ მომზადებული სცენარის მიხედვით განსაკუთრებულად რთული რელიეფის მთაზე ჩატარდა. იგი სამთო მაშველების მიერ მთიდან დაზარალებული ადამიანის ჩამოყვანას გულისხმობდა.

აღნიშნული სწავლების მიზანს კრიზისულ სიტუაციებში სამაშველო სამსახურების რეაგირების მექანიზმების გამოცდა წარმოადგენდა და იგი მოიცავდა ზამთრის სამთო-სამაშველო ოპერაციებთან დაკავშირებულ საკითხებს: სათხილამურო ტექნიკის და ზვავში საძებნი ინსტუმენტების გამოყენება, ზვავის სახეობების დადგენა, თოვლის ფენების ანალიზი, დაცვის წერტილების მოწყობა თოვლსა და ყინულზე, შემთხვევის ადგილზე სამაშველო აქტივობის ორგანიზება, თოკთან მუშაობა და კვანძების მომზადება, პოლისპარტი (დაზარალებულის ნაპრალიდან
ამოყვანა), ჰიპოთერმის პრევენცია, პაციენტის მდგომარეობის შეფასება. სწავლების დასასრულს, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორის მოადგილემ ლევან ბუიღლიშვილმა მონაწილეებს სერთიფიკატები
გადასცა, შვეიცარიელმა კოლეგებმა კი მათ სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42